გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობოლაფ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან საუბრისას ახალი პოზიციები ვერ დაინახა.
შოლცის თქმით, რუსეთმა უკრაინიდან თავისი ჯარი უნდა გაიყვანოს და რეგიონში მშვიდობას უნდა მიეცეს შანსი.
„რუსეთის პრეზიდენტთან საუბარს რაც შეეხება, ვერ გეტყვით, რომ იქ რაღაც შეიცვალა, ან შეგნება გაიზარდა იმისა, რომ ომის დაწყება შეცდომა იყო. მე ვერ შევამჩნიე, რომ ახალი პოზიციები გაჩნდა, თუმცა მაინც მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ლაპარაკი და ის, რომ მე ვთქვა ის, რასაც ვფიქრობ ამასთან დაკავშირებით, რადგან დარწმუნებული ვარ იმაში, რომ რუსეთი უნდა წავიდეს უკრაინიდან. უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან, რათა მშვიდობას რეგიონში მიეცეს შანსი. ყოველდღე, ნათელი ხდება, რომ ეს არის ერთადერთი პერსპექტივა, ამაზე უნდა ვილაპარაკოთ და ეს გავაკეთე კიდევაც”,- აღნიშნა ოლაფ შოლცმა.