ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს მიკროსაფინანსო სესხის გამოყოფის შესახებ.
სტრასბურგში გამართულ პლენარულ სხდომაზე, გადაწყვეტილებას 534-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა მხარი. 30 წინააღმდეგ წავიდა, 26-მა კი, თავი შეიკავა.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა გასულ ზაფხულს მოითხოვა 9 მილიარდი ევროს გამოყოფა.
ერთი მილიარდი ევროს ოდენობით პირველი ტრანში უკრაინას უკვე გადაეცა. 5 მილიარდი ევროს ღირებულების შემდეგი ტრანშის გაცემის პირობებზე ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკის მინისტრები 9 სექტემბერს, პრაღაში გამართულ არაფორმალურ შეხვედრაზე შეთანხმდნენ.