უკრაინა: მელიტოპოლიში, აეროდრომთან აფეთქება მოხდა

უკრაინის მიერ მელიტოპოლში დანიშნული მერის, ივან ფედოროვის განცხადებით, რუსეთის ჯარის მიერ ოკუპირებული ქალაქის აეროდრომის ტერიტორიაზე კვამლი შეინიშნება. მანამდე ივან ფედოროვმა აეროდრომთან აფეთქებების შესახებ განაცხადა.

აფეთქების შესახებ ასევე იტყობინება ვლადიმერ როგოვი, რუსეთის მიერ დანიშნული ზაპოროჟიეს რეგიონის ადმინისტრაციის სპიკერი, მაგრამ ის ამტკიცებს, რომ აფეთქება კონტროლირებადი იყო.

„ქალაქ მელიტოპოლის ტერიტორიის შემოწმებისას საინჟინრო დანაყოფებმა ასაფეთქებელი ობიექტები გამოავლინეს. დღეს, 16 სექტემბერს, ზოგიერთი მათგანი ადგილზე განადგურდა კონტროლირებადი აფეთქებით, დანარჩენი კი უახლოეს მომავალში განადგურდება. შემდეგი კონტროლირებადი აფეთქება ძალიან მალე განხორციელდება. გთხოვთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე და არ ინერვიულოთ!“ - განაცხადა როგოვმა.