ლევან იოსელიანის ინიციატივას, საპროცედურო კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა

საპროცედურო კომიტეტმა სახალხო დამცველთან დაკავშირებით, საპარლამენტო ჯგუფ „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან იოსელიანის ინიციატივას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, საზოგადოებას საშუალება ექნება, თვალი მიადევნოს პარლამენტის წევრთა გადაწყვეტილების თანმიმდევრულობას კენჭისყრის შემდეგების მიხედვით. 

ცნობისთვის, 2017 წლის, 30 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია. მის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა, ხოლო 5 წინააღმდეგ წავიდა.

საქართველოს მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას თანამდებობაზე მუშაობის 5-წლიანი ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.