აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სერგეი ლავროვს არ შეხვდებიან. ამის შესახებ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ლინდა თომას-გრინფილდმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, აშშ-ს ადმინისტრაცია „განაგრძობს უკრაინის დახმარებას, რუსეთის არაპროვოცირებული შემოჭრისგან მისი უფლებების დაცვაში“.
მანამდე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი კულებამ განაცხადა, რომ ლავროვთან კომუნიკაციას არც ის გეგმავს.
მედიის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ნიუ-იორკში იმყოფება, სადაც გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიაში მონაწილეობას მიიღებს.
გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია 20 სექტემბერს გაიხსნა. სესიის დღის წესრიგის უმთავრესი თემაა ომი უკრაინაში. დღეს, 21 სექტემბერს ასამბლეას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ონლაინ მიმართავს.