ვლადიმერ პუტინის მიერ ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ, რუსეთში, 21-22 სექტემბრისთვის ერევნისა და სტამბულის ყველა ბილეთი გაიყიდა. ამის შესახებ უკრაინული მედია წერს.
„იმის გამო, რომ ყველა ქვეყანა არ იღებს რუსებს ტურისტული ვიზებით, აგრესორი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულნი არიან აირჩიონ ფრენისთვის ის ქვეყნები, სადაც შესვლა ჯერ კიდევ ნებადართულია. ასე რომ, რუსებმა უკვე იყიდეს 21 და 22 სექტემბრის ყველა ბილეთი მოსკოვი-სტამბოლის მიმართულებაზე. საუბარია პირდაპირ ფრენებზე ტრანსფერების გარეშე“,- წერს მედია.
ამასთან, ავიაბაზარმა მზარდ მოთხოვნას მაღალი ფასებით უპასუხა და 23 სექტემბერს მოსკოვიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ღირებულება გაძვირდა. „მიუხედავად იმისა, რომ ბილეთი 82 - 82 ათასი რუბლი ღირს, ასეთი ბილეთებიც კი არც ისე ბევრი დარჩა. რუსებს ქვეყნის დატოვება უნდათ“, - წერს უკრაინული მედია.
დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.