ოლექსი დანილოვი პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმაზე საუბრობს

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა ოლექსი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადება ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ, რუსების ლიკვიდაციას ნიშნავს.

„ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით: პუტინის „ბერმუდის სამკუთხედის“ გეგმა - ყოვლისმომცველი პროგრამა რუსების განკარგვისთვის: მობილიზაციისთვის თავის არიდება - ციხე - კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი PMC. შემდეგ: უკრაინული ფრონტი - ლიკვიდაცია - „თეთრი ლადა“", - წერს დანილოვი.

დღეს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი მობილიზაცია გამოაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. 

ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.