"ქუთაისში გუშინდელი სპეცოპერაცია პროფესიულ დონეზე ჩატარდა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ და ყველა სამართალდამცავმა უწყებამ ჩაატარა. "საქართველოს ბანკზე" თავდამსხმელი გუშინვე იყო იდენტიფიცირებულია, მასთან დაკავშირებით სხვა დეტალებზე ვერ ვისაუბრებ", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა.
„გუშინდელი სპეცოპერაცია იყო ჩინებულად ჩატარებული, პროფესიულად, რაც ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ყველა სამართალდამცავმა უწყებამ. რა თქმა უნდა, მოხდა პიროვნების იდენტიფიცირება, გუშინვე გამჟღავნდა მისი სახელი და გვარი. დანარჩენ დეტალებს ვერ მოგახსენებთ. ვინაიდან ეს გამოძიების პრეროგატივაა, გამოიძიებენ და ყველაფერს მოგახსენებენ“, – განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილმა.
გუშინ, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებით დადგინდა, რომ შეიარაღებული პირი ქუთაისში, შოთა რუსთაველის გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიჭრა და დიდი ოდენობით თანხის დაუფლების მიზნით რამდენიმე პირი მძევლად აიყვანა.
- ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს
- შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე, 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – აღნიშნული იყო შსს-ს მიერ დღის განმავლობაში გავრცელებულ განცხადებაში.