51-მა ოპოზიციონერმა დეპუტატებმა საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციონერმა 51 დეპუტატებმა, საორგანიზაციო დეპარტამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივა დაარეგისტრირა.

პარტია "ლელოს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, რომ მათ პრაქტიკულად ყველა ოპოზიციური ჯგუფის მხარდაჭერა აქვთ და აუცილებელია, საგამოძიებო კომისიამ უნდა გაარკვიოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობა რუსეთის სპეცსამსახურებთან.

"ვარეგისტრირებთ საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ინიციატივას, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის და სხვა თანამდებობის პირების თანამშრომლობას რუსეთის სპეცსამსახურებთან. ჩვენს მოთხოვნას მხარს უჭერს პარლამენტში არსებული ფაქტობრივად ყველა ოპოზიციური ჯგუფი. იმედი გვაქვს, რომ სწრაფად დაიწყება განხილვა და სწრაფად დადგება კენჭისყრაზე - საზოგადოება ელოდება პასუხს", - თქვა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, 12 სექტემბერს სოსო გოგაშვილმა განცხადება  გაავრცეკა, სადაც წერს რომ წლებია, არსებობს „დაცული სისტემა“, რომლის ფარგლებშიც ქართული და რუსული სპეცსამსახურების კოორდინაციით, სანქციების გვერდის ავლით, საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ტრანსპორტის გამოყენება ხდება.