"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს ნაწილობრივ აღიარებს", - ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" ფილიალზე თავდამსხმელის გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სულაქველიძემ განაცხადა.
"ის ამბობს, რომ აიყვანა მძევლები, ითხოვდა ფულს დიდი ოდენობით და ასევე იყო შეიარაღებული, თუმცა ტერორიზმის მუხლით წარდგენილ ბრალს კატეგორიულად უარყოფს", - განაცხადა ბრალდებულის გრიგოლ ნარსიას ადვოკატმა, დალი სულაქველიძემ.
ამასთან, ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს დაკავების მომენტში წინააღმდეგობა არ გაუწევია.
- ქუთაისში, „საქართველოს ბანკში“ შეჭრილი მძარცველი 2 მილიონ დოლარს ითხოვს და თანხის მისატანად 3-საათიან ვადას აწესებს
- შსს ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალში შეიარაღებული პირის შეჭრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აღნიშნულ საქმეზე დაკავებულს, ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება), 323-ე მუხლის პირველი ნაწილით (ტერორისტული აქტი) და 329-ე მუხლის პირველი ნაწილით (მძევლად ხელში ჩაგდება ტერორისტული მიზნით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.