თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის არ აქვს რაიმე გავლენის მოხდენის ბერკეტი, სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე.
„დარწმუნებული ვარ, მისმა ვიზიტმა ბევრგან შეშფოთება გამოიწვია. არ არის საჭირო ამ თემისთვის ზედმეტი მნიშვნელობის მინიჭება“, - განაცხადა ერდოღანმა.
ნენსი პელოსი სომხეთში ვიზიტით გასულ შაბათ-კვირას იმყოფებოდა.