აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის პრესმდივანმა პატრიკ რაიდერმა 22 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთის განცხადება, უკრაინის მიმართ აშშ-სა და მისი მოკავშირეების მხარდაჭერაზე გავლენას არ მოახდენს.
„ჩვენ გავაგრძელებთ ამ საუბრებს და განვაგრძობთ, ვიფიქროთ არამხოლოდ იმაზე, თუ რა სჭირდებათ მათ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, არამედ ის, რაც მათ ახლა სჭირდებათ”, - განაცხადა რაიდერმა.
21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრვი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება.
ვლადიმერ პუტინი ბირთვულ შანტაჟში ადანაშაულებს დასავლეთს და პირობას დებს, რომ ყველა მის ხელთ არსებულ შესაძლებლობას გამოიყენებს.