რეჯეფ თაიფ ერდოღანი შესაძლოა, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს

თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შესაძლოა, ოქტომბრის დასაწყისში, სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შეხვდეს, იუწყება Trend-ი.

„2022 წლის 6 ოქტომბერს, პრაღაში, ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა სამიტს გამართავს. ახლა ჩვენ, სამიტზე დასწრების შესაძლებლობას განვიხილავთ. შესაძლოა, სამიტს ესტუმროს სომხეთის პრემიერ-მინისტრი, ფაშინიანიც. შესაძლოა, ჩვენ მოვახერხოთ მასთან საუბარი“, - განუცხადა ერდოღანმა ჟურნალისტებს ნიუ-იორკში.