ქუთაისში უკრაინელი, მარიუპოლიდან დევნილი რამდენიმე მოქალაქე გაქურდეს.
როგორც ცნობილია, წაღებულია 4 500 დოლარი, ოქრო და ძვირფასი ნივთები. მარიუპოლიდან დევნილების დროებითი საცხოვრებელი სახლი იმ დროს გაქურდეს, როდესაც დედას შვილი სკოლაში ჰყავდა წაყვანილი.
ამ ეტაპზე, შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლები არიან მობილიზებული.