ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ზე: ევროინტეგრაციის გზაზე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ

ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის  წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი Twitter-ზე წერს.

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.

„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის  წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი.

ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ. ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია”,- წერს პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.