ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის ძირითადი საკითხები მიმოიხილეს.

აღინიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები დინამიკურად ვითარდება, რაც სამომავლო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაფართოების კარგი საფუძველია.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება მიმოიხილეს.

ხაზი გაესვა კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა გამოთქვა მზადყოფნა, კვლავაც შეასრულოს მედიატორის როლი და ხელი შეუწყოს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.