რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა

რუსთავი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტომობილი დაიწვა, - ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. მგზავრებმა და მძღოლმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოასწრეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი "რენოს" მარკის მოძრავ ავტომობილს გაუჩნდა. 

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და პოლიციის ეკიპაჟები.