იტალიაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები იმართება.
წინასწარი გამოკითხვები აჩვენებს, რომ იტალიას სავარაუდოდ, მემარჯვენე კოალიცია უხელმძღვანელებს.
პარტია „იტალიის ძმები“, რომელსაც ულტრამემარჯვენე, ჯორჯია მელონი ხელმძღვანელობს, მედიის ვარაუდით, ხმათა უმრავლესობას მოპოვებს.
ასეთ შემთხვევაში, მელონი იტალიის პირველი ქალი პრემიერ-მინისტრი იქნება და პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყანას ულტრამემარჯვენე ლიდერი უხელმძღვანელებს.
კენჭისყრა ადგილობრივი დროით, 07:00 საათზე დაიწყო. საარჩევნო უბნები 23:00 საათზე დაიხურება. ხმის მიცემის უფლება თითქმის 51 მილიონ მოქალაქეს აქვს. იტალიელები 200 სენატორსა და 400 დეპუტატს ირჩევენ.