უკრაინა ისრაელს, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებას სთხოვს.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრი ერმაკმა განაცხადა.
მისი თქმით, ისრაელი უნდა გახდეს უკრაინის საიმედო პარტნიორი ტერორიზმთან ბრძოლაში და დროა, გაწყვიტოს კავშირი მზაკვრულ და ბარბაროსულ რუსულ სახელმწიფოსთან.
„რუსული პროპაგანდითა და დეზინფორმაციით გაჯერებულ სამყაროში, რამდენიმე უდავო ჭეშმარიტება არსებობს. ერთი რამ ნათელია. ისრაელი და უკრაინა ერთნაირ ომში იბრძვიან, ეს არის ომი ტერორისტების წინააღმდეგ.
უკრაინას სჭირდება მოკავშირეები, რომლებსაც შეეძლებათ და სურთ, გაიზიარონ ჩვენი ტვირთი, რადგან მათ იციან თავისუფლებისა და მშვიდობის ნამდვილი ფასი. როდესაც ებრაელები მთელ მსოფლიოში ფიქრობენ გასულ წელზე, მოგზაურობებზე, ნაკლოვანებებსა და ზრდაზე, ჩვენ მოვუწოდებთ ისრაელს, ასევე დაფიქრდეს და მეტი გააკეთოს, რათა დაეხმაროს უკრაინას მისი ცხოვრების წესის და ღირებულებების დასაცავად“, - განაცხადა ანდრი ერმაკმა.