ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ვან ი მხარს უჭერს ყველა საერთაშორისო ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას.
ამავდროულად, სიტყვის დასაწყისში, ვან იმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩინეთი მხარს უჭერს მშვიდობას და ეწინააღმდეგება ომს, არის თანასწორობის მომხრე და წინააღმდეგია ზოგიერთი სახელმწიფოს მცდელობის, გამოიყენოს ძალა სხვების წინააღმდეგ.
მისი თქმით, პეკინი თავის მთავარ ამოცანად მიიჩნევს ისეთი გადაწყვეტილების მიღებას, რომელიც „უსაფრთხოების საკითხზე „ყველა ქვეყნის ლეგიტიმურ შეშფოთებას“ გაითვალისწინებს.
„ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რაც ხელს უწყობს უკრაინაში კრიზისის მშვიდობიან მოგვარებას”, - განაცხადა ვან იმ გაეროს გენერალური ასამბლეის 77 -ე სესიის დებატებზე.
„ჩვენ ვცდილობთ, ცხელი კონფლიქტების საკითხები სამართლიანი და პრაგმატული სამშვიდობო მოლაპარაკებების გზით გადავწყვიტოთ“, - განაცხადა ვან იმ.
მისივე თქმით, აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ქვეყნის ინტერესები, დიდი და პატარა ქვეყნების, რაც გაეროს ქარტიის ძირითადი პრინციპია.
„არცერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ბოროტად თავისი ძალაუფლება, სხვა სუვერენული ქვეყნების დაშინების მიზნით“, - აღნიშნა ვან იმ.