იტალიის საპარლამენტო არჩევნებში მემარჯვენე კოალიციამ ორივე პალატაში ხმების დაახლოებით 44%-ით გაიმარჯვა.
მოსალოდნელია, რომ არჩევნების შედეგების მიხედვით, იტალიის პრემიერ-მინისტრი ყველაზე დიდი პარტიის „იტალიის ძმების“ ლიდერი ჯორჯია მელონი გახდება. ის პირველი ქალი იქნება, რომელიც იტალიის მინისტრთა საბჭოს უხელმძღვანელებს.
თავად ხელისუფლება, Politico-ს აზრით, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ (ანუ მუსოლინის დროიდან) ყველაზე მემარჯვენე იქნება.
მემარცხენე-ცენტრისტულმა კოალიციამ დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობით ხმების დაახლოებით 26% მოიპოვა.