„ჩვენი გუნდის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პროკურატურის სისტემის განვითარება ჩვენი უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენს დროს, პროკურატურა სრულიად დამოუკიდებელ ინსტიტუციად ჩამოყალიბდა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის კონფერენციის გახსნის დროს.
„რა თქმა უნდა, ამ ტრანსფორმაციაში უმნიშვნელოვანესია ჩვენი პარტნიორების მუდმივი ჩართულობა, მათი თანადგომა. განსაკუთრებით ვაფასებთ ისეთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობას, როგორიცაა პროკურორთა საერთაშორისო ასოციაცია. 180-ზე მეტი ქვეყნის უწყებებთან თუ ინდივიდუალურ წევრებთან თანამშრომლობა, ერთი მხრივ, არსებითია ჩვენი პროკურატურის შემდგომი სრულყოფისა და განვითარებისთვის და, ამავდროულად, ჩვენ გვჯერა, რომ თავადაც მნიშვნელოვან როლს ვთამაშობთ სამართლიანი და დემოკრატიული მსოფლიოს მშენებლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.