პუტინმა, ევროკავშირში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი თანამდებობიდან გაათავისუფლა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.  

რუსული მედიის ცნობით, პუტინმა ჩიჟოვის გათავისუფლების ბრძანებას ხელი დღეს, 26 სექტემბერს მოაწერა.

ვლადიმერ ჩიჟოვი, რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში 2005 წლიდან იყო.