ჩრდილოეთ ოსეთის „ტელეგრამის არხების“ ცნობით, რუსეთის მოქალაქეებს „ზემო ლარსში“ საპასპორტო კონტროლის გავლისა და რუსეთ-საქართველოს საზღვრის ფეხით გადაკვეთის უფლება მიეცათ. აქამდე საზღვრის გადაკვეთა მხოლოდ მანქანით ან ველოსიპედით იყო შესაძლებელი.
ინფორმაცია, ჩრდილოეთ ოსეთში რუსეთის FSB-ს სასაზღვრო დეპარტამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. როგორც დეპარტამენტში განმარტავენ, ასეთი გადაწყვეტილება „პროცესის დაჩქარების მიზნით“ მიიღეს.
ჩრდილოეთ ოსეთის ვიცე-პრემიერმა ირბეკ ტომაევმა განაცხადა, რომ საქართველოს საზღვარზე რუსული საგუშაგო „ზემო ლარსი“ ერთი კვირის განმავლობაში ორივე მიმართულებით 37 000-ზე მეტმა მანქანამ და 115 000-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა.
მანამდე, რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა ზემო ლარსის სასაზღვრო პუნქტისკენ ჯავშანტრანსპორტიორის მოძრაობა დაადასტურა, თუმცა ბლოკპოსტის გახსნის გეგმა უარყო.