პრეზიდენტმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან მეორე გაფართოებული შეხვედრა გამართა და ევროკომისიის 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესი განიხილა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის წარმომადგენლებმა პრეზიდენტს, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების პროცესში „საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ ჩართულობისა და მათი ინიციატივების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
24 ივნისს, ევროკავშირის საბჭომ აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა უკრაინისთვის და მოლდოვისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება.
გაეცანით Europetime-ს სტატიას: