განიხილება თუ არა ლარსის ჩაკეტვა, ამ საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვას შს მინისტრმა უპასუხა. ვახტანგ გომელაურის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთში მობილიზაცია გამოცხადდა, 250 ათასი ადამიანი ნამდვილად არ შემოსულა და ეს სიცრუეა.
- ეს ადამიანები, რუსეთის მოქალაქეები, ეთნკურად რუსები მოდიოდნენ, წლებია, დადიან საქართველოში, დღეს უნდა გახდეს ეს პრობლემატური?! ამას უარესი მასშტაბები ჰქონდა, ბატონი სააკაშვილი ხვდებოდა და თითო ბოთლ ღვინოს ურიგებდა მანქანებში რუსებს: „შემობრძანდით, ხალხო, თქვენ რა შუაში ხართ, ეს პუტინია“. „რუსეთის მოქალაქეები ყოველთვის შემოდიოდნენ და დღეს დავკეტოთ?( საზღვარი. რედ).
„რაც შეეხება ინფორმაციას, რომ 250 ათასი ადამიანი შემოვიდა, ეს არასწორია, ტყუილია, ამდენი არ შემოსულა, საიდან მოაქვთ ეს ციფრები არ ვიცი. დაახლოებით 4-5 დღის წინ იყო 5 ათასიდან 6 ათასამდე, ახლა გაიზარდა სადღაც 40-45%-ით.
გუშინ ღამით, 10 ათასამდე იყო, იმის წინ 11 ათასამდე, 200 ათასამდე არ შემოდის.
როგორც ჩანს, ოპოზიცია ორად არის გაყოფილი, თუმცა მსოფლიოში უკვე სხვა მიდგომებზე გადადიან, ზოგი ამბობს, ჩავკეტოთ, ზოგი - შემოვუშვათ, რათა ეს ხალხი ომში არ წავიდეს, უკრაინელებს არ ესროლონ და არ მოკლან.
იქნებ, ჩამოყალიბდეს ოპოზიცია, უნდა შემოვუშვათ თუ არ უნდა შემოვუშვათ ეს ადამიანები. კრიმინალი შეიძლება, ისედაც გაიზარდოს ან დაიწიოს. რაც მეტი ადამიანი შემოვა, რა თქმა უნდა, ალბათობა არის იმის, რომ გაიზარდოს. შეიძლება, არც გაიზარდოს“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
კითხვაზე, რამდენი ადამიანი შეუძლია, რომ მიიღოს საქართველომ უცხოეთიდან, ვახტანგ გომელაურმა უპასუხა: ახლა უკვე რთულია, პიკზეა ხედავთ, რიგებია ჩვენს მხარეზეც, გამტარიანობა 20 გეითიანი არ არის, ახლაც გვიჭირს გატარება, თუმცა გაძლიერებულია დანაყოფები, რომ მაქსიმალურად გავფილტროთ და ვინმე არ შემოგვეპაროს. უსაფრთხოების სამსახურიც გვეხმარება.
„არ მგონია, ამაზე მეტი გაიზარდოს, ფიზიკურად ვერ გავატარებთ“.
მისივე თქმით, ლოგიკურია, რომ უკან გაბრუნებულთა რიცხვი გაიზარდა.
„თუ ას კაცში, ათ კაცს უკან ვაბრუნდებით, ათას კაცში პირობითად, 100 კაცი გაბრუნდება უკან“.