ვახტანგ გომელაური: ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირებაზე საქმე აღიძრა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრის, გიორგი მუმლაძის დაპირისპირების საკითხზე საქმე აღიძრა. ამის შესახებ გომელაურმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

"საქმე აღვძარით, პრაქტიკაში როგორც გვაქვს. ვმუშაობთ და თუ რაიმე გამოიკვეთება, აუცილებლად გაცნობებთ ყველაფერს. საქმე, გუშინ საღამოს აღიძრა", - განაცხადა გომელაურმა.


ცნობისთვის, გუშინ "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა ინფორმაცია, რომ ნიკა მელიასა და „მოძრაობა საქართველოსთვის“ წევრს, გიორგი მუმლაძეს შორის დაპირისპირება მოხდა. გიორგი მუმლაძე თანმხლებ პირებთან ერთად მელიას სამუშაო ოთახში შეიჭრა და შეურაცხმყოფელი, ქუჩური ტერმინოლოგიით სცადა პროვოკაციის მოწყობა, რაც პარტიის წევრებმა აღკვეთეს.