კატეგორიულად უნდა დავგმოთ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რეფერენდუმები“, რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება ჩვენთვის მიუღებელია. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„კატეგორიულად უნდა დავგმოთ ის რეფერენდუმები, რაც აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება. ვიცით, რას ნიშნავს ეს რეფერენდუმები, როცა ის ჩატარებულია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის და ცივილიზებული ადამიანებისთვის არის მიღებელია“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
21 სექტემბერს, ვლადიმერ პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისინი ყალბი რეფერენდუმების შედეგების გამოცხადებას 27-28 სექტემბერს გეგმავენ.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლებს, აიძულებენ რუსეთთან შეერთებას ყალბ რეფერენდუმებზე მისცენ ხმა.