კახა კალაძე: როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას

როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას, მაგალითად, გუშინ 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ,- ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“როდესაც საცობია, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ ახერხებს სრულყოფილად მოემსახუროს დედაქალაქის მოსახლეობას. მაგალითად, გუშინ, საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა ვერ მოახერხა 1650 ბრუნის გაკეთება. 1650-ჯერ ვერ მოემსახურა თბილისის მოსახლეობას. დაახლოებით 100 000 მგზავრს ვერ მოვემსახურეთ, ეს ძალიან დიდი ციფრია. ვაკვირდებით დედაქალაქში კერძო ავტომობილების გადაადგილებას. გასულ წელს, დეკემბრის პერიოდში, ქალაქში 460 ათასი ავტომობილი მოძრაობდა. დღეს, ყოველდღე დედაქალაში მოძრაობს 590 000 კერძო ავტომობილი. ეს რა თქმა უნდა, პრობლემაა“, -აღნიშნავს კალაძე.