ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
„დავიწყეთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება. მეამაყება, რომ თბილისს ყველაზე ახალი, მოწესრიგებული ავტობუსები და მიკროავტობუსები ჰყავს. ისინი ყველანაირად გამართულია კონდიცირება-გაგრილება-გათბობის სისტემებით, აღჭურვილია შესაბამისი უსაფრთხოების კამერებით, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და ა.შ. მოუწესრიგებელი იყო ის ძირგამომპალი ე.წ. ყვითელი ავტობუსები, დანგრეული, გაუბედურებული ყვითელი „ბოგდანები“, რომელიც უდიდეს პრობლემას წარმოადგენდა, როგორც გადაადგილების, ასევე ეკოლოგიის თვალსაზრისით. ქალაქში ჰაერის პირველი დამბინძურებელი იყო მაშინდელი „ყვითელი ავტობუსები“ და მიკროავტობუსები. ხომ არ დაგვავიწყდა, რა ვითარება იყო ე.წ. მარშუტკებში? ცხვირ-პირის მტვრევა რომ მიდიოდა, კონდიციონერი ჩართე, კონდიციონერი არ მუშაობს, დავიწვით ხალხი, ეს წარსულს ჩავაბარეთ, თქვენი მხარდაჭერით და თანადგომით. ეს არის ის, რაც გვაძლიერებს და გვაძლევს სტიმულს, ხვალ უფრო მეტი გავაკეთოთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.