აშშ-მა უკრაინისთვის $1,1 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების პაკეტში 18 HIMARS-ია. ამის შესახებ AFP წერს.
გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა.
HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის: 150 შეჯავშნული მანქანა „ჰამერი“ (HMMWV); 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის; 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაწყვანად; 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის;
20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა; ფეთქებადი იარაღი განადგურების აღჭურვილობა; დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა; წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.