თეგი: HIMARS
ადამ კინზინგერი საქართველოსთვის, საჰაერო თავდაცვის სისტემა HIMARS-ების გადაცემას ითხოვს
ამერიკელი კონგრესმენი ადამ კინზინგერი საქართველოსთვის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის გადაცემას ითხოვს. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა. „რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 1/3 აქვს ოკუპირებული. ქართული ლეგიონი უკრაინას იცავს... შესაძლოა, მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში დამცირებას იწვნევს, შესაძლოა, რუსეთმა ვერ შეძლოს მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების შენარჩუნება. HIMARS-ი საქართველოს, - განაცხადა ადამ კინზინგერმა.
აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს
აშშ-მა უკრაინისთვის $1,1 მილიარდის გამოყოფის შესახებ განაცხადა. სამხედრო დახმარების პაკეტში 18 HIMARS-ია. ამის შესახებ AFP წერს. Reuters: აშშ უკრაინისთვის ახალ, $1.1 მილიარდის დახმარების პაკეტს ამზადებს, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს გამოცემის ცნობით, სამხედრო დახმარების პაკეტის გამოყოფის შესახებ აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გამოაცხადა. HIMARS-ის სარაკეტო სისტემების გარდა, სამხედრო დახმარების ახალი პაკეტში შედის: 150 შეჯავშნული მანქანა „ჰამერი“ (HMMWV); 150 ტაქტიკური მანქანა იარაღის ბუქსირებისთვის; 40 სატვირთო მანქანა და 80 მისაბმელი მძიმე ტექნიკის გადასაწყვანად; 2 რადარი უპილოტო საფრენი აპარატებისთვის; 20 მრავალფუნქციური რადარი; უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემები; ტაქტიკური უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემები, სათვალთვალო სისტემები და ოპტიკა; ფეთქებადი იარაღი განადგურების აღჭურვილობა; დამცავი ჟილეტები და სხვა საველე აღჭურვილობა; წვრთნის, მომსახურებისა და დახმარების დაფინანსება.
აშშ უკრაინას $625 მილიონის სამხედრო დახმარებას უგზავნის - Reuters
აშშ უკრაინას $625 მილიონის სამხედრო დახმარებას გაუგზავნის. სააგენტო Reuters-ის ცნობით, პაკეტი მოიცავს ოთხ მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), საბრძოლო მასალებს, ნაღმებს და ნაღმზე მდგრად მანქანებს. CNN: უკრაინა მზადაა, აშშ-თან სამიზნეების კოორდინაციისთვის, თუ HIMARS-ისთვის შორ მანძილზე მოქმედ ATACMS-ის რაკეტებს მიიღებს დახმარება, რომლის შესახებაც სავარაუდოდ, 4 ოქტომბერს გამოცხადდება, პირველია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინის 4 რეგიონის ანექსია მოახდინა. გასულ კვირას შეერთებულმა შტატებმა 1,1 მილიარდი დოლარის ღირებულების იარაღის პაკეტი წარმოადგინა, რომელიც 18 მაღალი მობილურობის საარტილერიო სარაკეტო სისტემას (HIMARS), თანმხლებ საბრძოლო მასალას, სხვადასხვა ტიპის კონტრდრონების სისტემას და სარადარო სისტემებს მოიცავდა. 21 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოაცხადა. რუსეთის თავდაცვის მინისტრის ცნობით, მობილიზაცია 300 000 რეზერვისტს შეეხება. გასულ კვირას, რუსეთის უშიშროების საბჭოს წევრებთან შეხვედრისას, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაციის დროს „დაშვებული ყველა შეცდომის“ აღმოფხვრა მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.
პენტაგონი, HIMARS-ის მარაგების შესავსებად $520 მილიონს დახარჯავს
აშშ-ის არმიამ, კომპანია Lockheed Martin-თან $520 მილიონის მოცულობის რამდენიმე კონტრაქტი გააფორმა. ეს თანხა მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის რესურსების შევსებაზე დაიხარჯება. აშშ-მა უკრაინისთვის ახალი, $1.1 მილიარდიანი დახმარების შესახებ გამოაცხადა, რომელიც HIMARS-ის სარაკეტო სისტემებსაც მოიცავს „ეს კონტრაქტი საშუალებას გვაძლევს შევავსოთ ჩვენი საკუთარი მარაგი და ამავდროულად მივაწოდოთ კრიტიკულად აუცილებელი შეიარაღება ჩვენს მოკავშირეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს“, - თქვა თავდაცვის მდივნის თანაშემწემ შესყიდვების საკითხებში დუგლას ბუშმა. ბოლო თვეების განმავლობაში პენტაგონმა, უკრაინას რუსეთთან საბრძოლველად 20 HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა გადასცა. უკრაინული და ამერიკული მხარეები თანხმდებიან, რომ HIMARS-ის მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები ომის, უკრაინის სასარგებლოდ შემობრუნების მიზეზი გახდა.
პენტაგონი HIMARS-ების წარმოების მიზნით, $430 მილიონიან კონტრაქტს აფორმებს
დამატებითი, მაღალი მობილურობის სარაკეტო საარტილერიო სისტემების (HIMARS) წარმოებისთვის აშშ-ის სამხედრო და საერთაშორისო პარტნიორების საჭიროებებისთვის, ამერიკული თავდაცვის ინდუსტრიის გიგანტ Lockheed Martin-თან კონტრაქტი გაფორმდა. ამის შესახებ პენტაგონი იუწყება. პენტაგონს არ დაუკონკრეტებია, თუ რომელი უცხოელი პარტნიორები მიიღებენ ახალი HIMARS-ის სისტემას. უკრაინამ ამ დრომდე, აშშ-სგან 20 HIMARS-ი მიიღო. კიდევ 18-ის მიწოდება იგეგმება მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ასევე წაიკითხეთ მეთიუ ბრაიზა: უკრაინამ დაამტკიცა, რომ გამარჯვება შეუძლია და კიდევ უფრო დიდი რაოდენობით HIMARS-ის სარაკეტო სისტემას იმსახურებს
პოლონეთმა რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, ამერიკული HIMARS-ის ტიპის საარტილერიო სარაკეტო სისტემა მიიღო
პოლონეთმა, რუსეთის საზღვართან განსათავსებლად, აშშ-ის მიერ წარმოებული მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემის (HIMARS) პირველი პარტია მიიღო. პოლონეთის ვიცე-პრემიერმა და თავდაცვის მინისტრმა, მარიუშ ბლაშჩაკმა განაცხადა, რომ ოფიციალური ვარშავა HIMARS-ის კიდევ ერთი პარტიის მოწოდებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებს. „ეს იარაღი ჩვენი ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, მე-16 მექანიზებულ დივიზიაში განთავსდება. მისი ამოცანა აგრესორის შეკავება, პოლონეთისა და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე პოლონეთის არმიის გაძლიერება იქნება", - განაცხადა მარიუშ ბლაშჩაკმა. მედიის ცნობით, M142 HIMARS-ები პოლონეთმა 2019 წლის თებერვლის შეთანხმების ფარგლებში მიიღო.
უკრაინას ომში გამარჯვებისთვის 400 HIMARS სჭირდება - ლანდსბერგისი
რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება 400 HIMARS-ის გამშვები ერთეული, განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ კარგი იქნება უკრაინის მხარდაჭერა „ყველაფრით, რაც საჭიროა გამარჯვებისთვის.“ „რუსეთის წინააღმდეგ ომში მოსაგებად უკრაინას სჭირდება არა 40, არამედ, 400 ერთეული HIMARS-ის გამშვები, 1000 და არა 80 ტანკი. ეს იქნება შემაკავებელი სიგნალი პუტინისთვის,” - განმარტა ლანდსბერგისმა. ლიეტუვა, რომელიც უკრაინის აქტიური მოკავშირეა რუსეთთან ომში, მომავალ წელს უკრაინისთვის დაახლოებით 340 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, თანხების ნაწილი კი, განათლების სექტორისთვის დაიხარჯება. ერთი თვის წინ ლიეტუვამ უკრაინის საზღვაო ძალების საჭიროებებისთვის სარადარო აღჭურვილობის კომპლექტი მიაწოდა.