რუსეთის ძალებმა კრივი-რიჰზე კიდევ ერთი სარაკეტო იერიში მიიტანეს

კრივი-რიჰზე რუსული ძალების თავდასხმის დროს, Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ამის შესახებ კრივი-რიჰის სამხედრო ოლქის უფროსმა ალექსანდრ ვილკულმა განაცხადა, იუწყება Ukrinform-ი.

„დამპყრობლები ბარბაროსული დაბომბვით აგრძელებენ მშვიდობიანი თემისა და მოსახლეობის ტერორს. საღამოს, დაახლოებით 20:40 საათზე მტერმა სარაკეტო შეტევა განახორციელა კრივი- რიჰზე.

Kh-59 რაკეტა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტს მოხვდა და მნიშვნელოვანი ნგრევა გამოიწვია. მიმდინარეობს შედეგების ლიკვიდაცია“, - ნათქვამია ალექსანდრ ვილკულის განცხადებაში.