რუსეთი აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კრემლი ხელს მოაწერს შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენს.
„ხვალ 15:00 საათზე გეორგიევსკის დარბაზში რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება. პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა", - განაცხადა პესკოვმა.
23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს.
უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.
რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.