თეგი: ანექსია

რუსეთმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შესახებ გამოაცხადა

რუსეთი აცხადებს, რომ ხვალ, 15:00 საათზე, კრემლი ხელს მოაწერს შეთანხმებებს, რომლის თანახმად, უკრაინის ტერიტორიების ანექსიას მოახდენს.  „ხვალ 15:00 საათზე გეორგიევსკის დარბაზში რუსეთის ფედერაციაში ახალი ტერიტორიების შესვლის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმება მოხდება. პუტინი მოცულობითი სიტყვით გამოვა", - განაცხადა პესკოვმა.  23 სექტემბერს, რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილებში, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ფსევდორეფერენდუმის დაწყების შესახებ განაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა.  რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს.  

პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა

კრემლში, ვლადიმერ პუტინმა დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია ოფიციალურად გააფორმა.  რუსეთის პრეზიდენტმა მოსკოვში ლუგანსკის და დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკებთან (LPR და DPR), ხერსონისა და ზაპოროჟიის რეგიონებთან რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების „ხელშეკრულებები“ გააფორმა. პუტინმა უკრაინის რეგიონების ხერსონისა და ზაპოროჟიეს „დამოუკიდებლობის აღიარების“ შესახებ განკარგულებებს ხელი მოაწერა რუსეთის პარლამენტში ანექსიის კენჭისყრა მომავალ კვირას გაიმართება, რის შემდეგაც პუტინი ოკუპირებული ტერიტორიების „მიმაგრებას“ რუსეთის კონსტიტუციაში გააფორმებს. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

პუტინი ამბობს, რომ მოლაპარაკებები სურს, ანექსირებული უკრაინის ტერიტორიების „დაცვას“ კი, „ყველა ძალითა და საშუალებით“ გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტმა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთი დაიცავს თავის მიწას „მათთვის ხელმისაწვდომი ყველა ძალითა და საშუალებით“. პუტინის თქმით, რუსეთი მზად არის უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის, თუმცა უკრაინის ოთხი ანექსირებული რეგიონის „არჩევანი“ არ განიხილება. „მოვუწოდებთ „კიევის რეჟიმს“, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ომი, ყველა საომარი მოქმედებები, ომი, რომელიც მან ჯერ კიდევ 2014 წელს გააჩაღა და მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს. ჩვენ მზად ვართ ამისთვის. ეს არაერთხელ ითქვა. მაგრამ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ხალხის ჩვენ არ განვიხილავთ. ეს გაკეთდა და რუსეთი მას არ უღალატებს“, - განაცხადა პუტინმა. ბლინკენის თქმით, უკრაინას შეუძლია, გამოიყენოს აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღი იმ ტერიტორიებზეც, რომლებიც რუსეთმა შეიძლება, მალე ანექსირებულად გამოაცხადოს პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.

ისრაელი, რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების ანექსიას არ ცნობს

ისრაელი არ ცნობს რუსეთის მიერ უკრაინის ოთხი რეგიონის ანექსიას. ამის შესახებ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც Twitter-ზე გამოქვეყნდა. „ისრაელი მხარს უჭერს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ არ ვაღიარებთ რუსეთის მიერ ოთხი რეგიონის ანექსიას", - აცხადებენ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში. დღეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.  

საქართველოს საგარეო უწყება: უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უმკაცრესად გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩატარებულ რეფერენდუმებსა და უკანონო ანექსიას, რაც წარმოადგენს უკრაინის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის ღია ქმედებას, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში. „რუსეთის ამ უკანონო ქმედებით, კიდევ ერთხელ, უხეშად დაირღვა საერთაშორისო სამართლის ის ფუნდამენტური პრინციპები, რომელიც იცავს ყველა სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. საქართველო, რომელსაც საკუთარ თავზე აქვს გამოცდილი საზღვრების ძალისმიერი შეცვლის მცდელობები, არასდროს აღიარებს უკრაინის რეგიონებში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმების შედეგებს და კიდევ ერთხელ მკაფიოდ აფიქსირებს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. 30 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.   

ევროკავშირი: ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა

ევროკავშირი მტკიცედ და ცალსახად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის რეგიონების დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიას. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი არ არასდროს აღიარებს უკანონო „რეფერენდუმებს“, რომლებიც რუსეთმა ჩაატარა უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მორიგი დარღვევის საბაბად.   ევროკავშირი უკრაინას ეკონომიკური, სამხედრო, სოციალური და ფინანსური მხარდაჭერის დახმარების გაგრძელებას დაჰპირდა. „ჩვენ არასდროს ვაღიარებთ მათ უკანონო ანექსიას. ეს გადაწყვეტილებები ბათილია და არ ექნებათ იურიდიული ძალა. ყირიმი, ხერსონი, ზაპოროჟიე, დონეცკი და ლუგანსკი უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, უპირობოდ უარყონ ეს უკანონო ანექსია“, - ნათქვამია ევროკავშირის 27 ქვეყნის განცხადებაში. პუტინმა უკრაინის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გააფორმა. რუსეთის მარიონეტულმა რეჟიმებმა ყალბი რეფერენდუმის შედეგები 28 სექტემბერს გამოაცხადეს. უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.    

ზელენსკიმ პუტინის განკარგულებები ანექსიაზე, ბათილად ცნო

ვოლოდიმერ ზელენსკიმ ხელი მოაწერა განკარგულებას, რუსეთის იმ ქმედებების ბათილობის შესახებ, რომლებიც უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. მათ შორისაა რუსეთის პრეზიდენტის No147 ბრძანებულება ყირიმის „სუვერენულ და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარების შესახებ. ასევე ბათილადაა აღიარებული დადგენილებები დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიასა და ხერსონის დამოუკიდებელი ოლქების ცნობის შესახებ.  „უკრაინის ტერიტორია განუყოფელი და ხელშეუხებელია მის საერთაშორისოდ აღიარებულ სახელმწიფო საზღვრებში და უკრაინის სუვერენიტეტი ვრცელდება მის მთელ ტერიტორიაზე“, - ნათქვამია ზელენსკის განკარგულებაში. შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა. ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. Human Rights Watch-ის მიერ სექტემბრის დასაწყისში გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, უკრაინელები იძულებით გადაჰყავთ რუსეთში ან რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. გაეროს ექსპერტთა ჯგუფმა, 23 სექტემბერს წარმოადგინა პირველადი შედეგები გამოძიების, რომელიც კიევში, ჩერნიგოვში, ხარკოვსა და სუმის ოლქებში ჩატარდა. 14 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა კონტრშეტევის დროს, დაახლოებით 6000 კვ. კმ. დაიბრუნეს. რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი სამხრეთ რეგიონის გასათავისუფლებლად მთავარი კონტრშეტევის მოლოდინი ივლისის დასაწყისიდან გაჩნდა, როდესაც თავდაცვის მინისტრი, ოლექსი რეზნიკოვი ამბობდა, რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპირებული სამხრეთის გათავისუფლების ბრძანება გასცა. უკრაინა აცხადებს, რომ დეოკუპაციის მიზნით, კონტრშეტევებს განაგრძობს. AP: გაეროს ექსპერტებმა, უკრაინაში რუსეთის სამხედრო დანაშაულების შესახებ მტკიცებულებები მოიპოვეს დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

უკრაინა: ოკუპირებულ ტერიტორიებზე საომარი მდგომარეობა, ადგილობრივი წინააღმდეგობის ჩასახშობად დაწესდა

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ე.წ. „საომარი მდგომარეობის“ გამოცხადებასთან დაკავშირებით განცახდება გაავრცელა. პუტინმა უკრაინის ოთხ ანექსირებულ რეგიონში „საომარი მდგომარეობა“ გამოაცხადა „რუსეთის ფედერაციამ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ტერორის ახალი ეტაპი დაიწყო.  რუსეთის ფედერაციის მიერ ეგრეთ წოდებული „სამხედრო მდგომარეობის“ გამოცხადება, მიზნად ისახავს ლუგანსკის ოლქის, დონეცკის ოლქის, ზაპორიჟჟისა და ხერსონის ოლქის მცხოვრებთა წინააღმდეგობა ჩაახშოს, რომლებიც რუსეთის ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამნისტროს განცხადებაში. პუტინმა უკრაინის მიმდებარე რვა რეგიონში გადაადგილება შეზღუდა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, პუტინის ბრძანებულება ბათილია. „მას არ აქვს სამართლებრივი შედეგები უკრაინისა და მისი მოქალაქეებისთვის, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებისთვის. სამაგიეროდ, ასეთი ნაბიჯი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის ხელმძღვანელობის დანაშაულისა უკრაინის სახელმწიფოსა და უკრაინელების მიმართ. კრემლის რეჟიმის აგონიის მიუხედავად, უკრაინა გააგრძელებს ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლებას და ხალხის გადარჩენას.  მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრად დაგმეს რუსეთის საოკუპაციო ადმინისტრაციების განზრახვა, ე.წ. "სამხედრო მდგომარეობის" საფარქვეშ, ჩამოერთვას უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიების მაცხოვრებლებს ადამიანის ძირითადი უფლებებიც კი. უკანონო გეგმები ძარცვის, იძულებითი დეპორტაციისა და მობილიზაციის ლეგალიზაციისთვის. ჩვენ ასევე მოვუწოდებთ, რომ უკრაინას რაც შეიძლება მალე მიაწოდონ თანამედროვე ანტისარაკეტო და საჰაერო თავდაცვის სისტემები, რათა დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ბარბაროსული რუსული რაკეტებისა და „კამიკაძე-დრონების“ თავდასხმებისგან“, - ნათქვამია განცხადებაში.