საქართველოს აქვს პოტენციალი ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი იყოს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში გადაამზადეს.
"ამ კვირაში საქართველოს შემოსავლების სამსახურის თანამშრომლები გადავამზადეთ საბაჟო პროცედურებსა და სასაზღვრო ტრანზაქციებში. საქართველოს აქვს პოტენციალი იყოს ევროპასა და აზიას შორის სავაჭრო ჰაბი. მსგავსი სამუშაო შეხვედრებით ხელს ვუწყობთ ეფექტიანი და გამჭვირვალე საბაჟო პროცედურების დამკვიდრებას, რაც, თავის მხრივ ამ პოტენციალის რეალიზებისკენ გადადგმული ნაბიჯია. დღემდე, მხოლოდ აშშ-ის კომერციული კანონისა და განვითარების პროგრამის ფარგლებში საქართველოს საბაჟოს გასაუმჯობესებლად $700,000 დოლარის ინვესტიცია განხორციელდა", - ნათქვამია ინფორმაციაში.