უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მკვიდრ მოსახლეობას რუსულ ენაზე მოუწოდა, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოლონ.
„დაღესტანელები არ უნდა იღუპებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი ხალხი, ვინც მოხვდა რუსეთის დროშის ქვეშ. თქვენ იცით, ვინ გიწვევთ თქვენ ყველას უკრაინაში საბრძოლველად.
დარწმუნებული ვარ, რომ სიცოცხლე გსურთ. დარწმუნებული ვარ, დაიღალეთ სიცრუით.
დარწმუნებული ვარ, იცით: ბრძოლა საჭიროა ახლა! ჩვენ ვხედავთ, რომ ეწინააღმდეგებით დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას სურს, გადაფაროს თავისი საკადრო არმიის წარუმატებლობა და თავისი დანაშაულებრივი ბრძანებები. იბრძოლეთ, რომ არ დაიღუპოთ!“ - აცხადებს ვიდეომიმართვაში ზელენსკი.