პაველ ჰერჩინსკი: ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღიაა

  • ევროკავშირის კარი დღეს საქართველოსთვის ღიაა

ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხზე ჟურნალისტების შეკითხვებს პასუხობს.

მისი შეფასებით, ევროპული პერსპექტივა მკაფიოა და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა.

ელჩის თქმით, საქართველოზე დამოკიდებული, შეასრულოს ევროკომისიის 12 რეკომენდაცია. ჰერჩინსკი „გულწრფელად იმედოვნებს, რომ ყველა მხარე, მათ შორის მთავრობის და ოპოზიციის წარმომადგენლები ხედავენ ამ მომენტს და პროცესის წინსვლას შეუწყობენ ხელს.

„საქართველოსთვის ევროკავშირის კარი ღიაა, ევროპული პერსპექტივა ნათელია და საქართველოს აქვს შესაძლებლობის ფანჯარა. გულწრფელად იმედი მაქვს, რომ ყველა დაინტერესებული მხარე, როგორც მთავრობის, ასევე ოპოზიციის მხრიდან, გამოიყენებს ამ მომენტს, ისარგებლებს ღია კარით და მიაღწევს წარმატებას“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.