ევროკავშირის ქვეყნებმა და G7-ის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯამში, რუსი მეწარმეების კუთვნილი 30 მილიარდის აქტივები გაყინეს.
ამის შესახებ ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა, პარასკევს მადრიდში ახალი ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.
„ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ევროპაში ოლიგარქების 14,6 მილიარდი ევროს აქტივების გაყინვა“, - დააზუსტა დიდიე რეინდერსმა.
მისი თქმით, „დიდი შვიდეულთან ერთად ეს 30 მილიარდი ევროა“.
„და თუ გადავხედავთ რუსეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებს უტოლდება“, - განაცხადა ევროკომისარმა.
რეინდერსის ინფორმაციით, ესპანეთმა რუსეთის ფედერაციიდან, მეწარმეებს 41 მილიონი ევროს აქტივები გგაუყინა, ხოლო უნგრეთმა 3 ათასი ევროს ღირებულების აქტივები.