თეგი: აქტივები

საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა

საფრანგეთის ფინანსთა სამინისტროს დაზვერვისა და იატაკქვეშა ფინანსური სქემების დირექტორატის ხელმძღვანელმა გიიომ ვალე-ვალამ, La Tribune-სთან ინტერვიუში განაცახდა, რომ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საპასუხოდ, საფრანგეთმა რუსი ბიზნესმენებისა და პოლიტიკოსების კუთვნილი აქტივები გაყინა. საერთო ჯამში, გაყინული აქტივების მოცულობა 1.2 მილიარდ ევროს შეადგენს.  „გაყინული აქტივების მოცულობა დაახლოებით 1,2 მილიარდ ევროს შეადგენს, თუ არ გავითვალისწინებთ რუსეთის ბანკის კუთვნილ აქტივებს“, - განაცხადა მან. ეს თითქმის ორჯერ აღემატება წინა მონაცემებს, რომელიც საფრანგეთმა მარტის ბოლოს გამოცხადა, როდესაც ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთმა 850 მილიონი ევროს ღირებულების რუსული აქტივები გაიყინა.  

ბელგიამ 50 მილიარდ ევროზე მეტი ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ბელგიამ, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რუსეთის მოქალაქეებს, იურიდიულ პირებს, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ, 50,5 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინა. ამის შესახებ De Morgen წერს. საფრანგეთმა 1,2 მილიარდი ევროს რუსული აქტივები გაყინა 50,5 მილიარდი ევრო მოიცავს ისეთ ფინანსურ აქტივებს, როგორიცაა ფული, აქციები, რომელიც განთავსებულია ბელგიაში და ამ კაპიტალს რუსეთის 1229 მოქალაქე და 110 ორგანიზაცია ფლობს. მათ შორის არიან რუსი პოლიტიკოსები, ოლიგარქები, ბანკები და კომპანიები, რომლებსაც სანქციები დაეკისრათ.  სანქციების ნაწილი 2014 წელს შემოიღეს, მას შემდეგ, რაც რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია მოახდინა, თუმცა, შეზრუდვების უმეტესობა თებერვალში, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაწესდა.   

იტალიაში „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის აქტივები დააყადაღეს - La Repubblica

იტალიის ფინანსურმა გვარდიამ გელენჯიკთან ახლოს მდებარე „პუტინის სასახლის“ არქიტექტორის, ლანფრანკო ჩირილოს მფლობელობაში არსებული 141 მილიონი ევროს აქტივები დააყადაღა. ამის შესახებ იტალიური მედია დეპარტამენტის პრესრელიზზე დაყრდნობით იუწყება, რომელშიც ჩირილოს სახელი არ არის ნახსენები. ჩამორთმეული ქონების სიაში შედიოდა სახლები, ვერტმფრენი, ბანკის აქტივები, ნაღდი ფული, სამკაულები, ასევე ხელოვნების ნიმუშები - La Repubblica-ს მიხედვით, პიკასოს, სეზანისა და კანდინსკის ნამუშევრები. ფინანსური გვარდიის ინფორმაციით, დაკავება საგადასახადო სამართალდარღვევის, ფულის გათეთრებისა და აქტივების ფიქტიური გადაცემის ფაქტზე მოხდა. არქიტექტორი  2013 წლიდან 2019 წლამდე ათობით მილიონი ევროს შემოსავლის დამალვაშია ეჭვმიტანილი. პრესრელიზში ნათქვამია, რომ მან ეს სავარაუდოდ სხვა ქვეყანაში ბინადრობის ფიქტიური რეგისტრაციის დახმარებით გააკეთა. პრესრელიზში ასევე ნათქვამია, რომ გამოძიება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბრეშიის პროვინციაში რუსეთში რეგისტრირებული ვერტმფრენი აღმოაჩინეს, რომლის მიმართაც საბაჟო პროცედურები არ დასრულებულა. ლანფრანკო ჩირილოს საქმეზე გამოძიება 2022 წლის თებერვალში დაიწყო. ამასთან, ინფორმაცია მისი კუთვნილი ხელოვნების ნიმუშებისა და ვერტმფრენის დაკავების შესახებ გავრცელდა. ამ დროისთვის ლანფრანკო ჩირილოს ადგილსამყოფელი უცნობია.  2021 წელს ალექსეი ნავალნის "პუტინის სასახლის" გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ, „მედუზამ“ დეტალურად აღწერა ლანფრანკო ცირილოს რუსეთში მოღვაწეობის ისტორია. არქიტექტორი აქტიურად მუშაობდა რუსეთის ფედერაციაში 1990-იანი წლების დასაწყისიდან 2010-იანი წლების შუა პერიოდამდე; ვლადიმერ პუტინის ბრძანებულებით მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.   

ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში $765 მილიონის რუსული აქტივების კონფისკაცია განხორციელდა

უკრაინაში, ჯამში $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია განხორციელდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.  „გავმართე სხდომა სანქციების პოლიტიკის შესახებ, რომელიც რუსული აქტივების კონფისკაციას ეხება. როგორც სახელმწიფო მოხელეებმა მაცნობეს, უკრაინაში უკვე განხორციელდა $765 ღირებულების რუსული აქტივის კონფისკაცია. ამ მიმართულებით, საქმიანობა გაგრძელდება. კიდევ 900 ობიექტია, რომელიც რუსულ სახელმწიფოს ეკუთვნის და ამის კონფისკაციაც უნდა განხორციელდეს. მაგრამ თუ რუსეთის სახელმწიფოს კუთვნილი ქონების გარდა, უკრაინაში მისი რეზიდენტების აქტივებსაც შევაფასებთ, საქმე ეხება 36 ათას ობიექტს, რომელიც კონფისკაციას დაექვემდებარება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.   ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.  14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო.  21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია. რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა. ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. „რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.  

რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩი მეტალურგიულ გიგანტ Evraz-ის აქტივებს ყიდის

რუსი ოლიგარქი რომან აბრამოვიჩი, მეტალურგიული გიგანტ Evraz-ის აქტივების გაყიდვას ჩრდილოეთ ამერიკაში გეგმავს. ამის შესახებ კომპანია განცახდებას ავცელებს.  Bloomberg: რომან აბრამოვიჩის ლონდონის „იმპერია“ სანქციების გამო ჩამოინგრა აქტივები, რომლის გაყიდვასაც აბრამოვიჩი გეგმავს, მოიცავს ელექტრო ფოლადის წარმოებას და ნაგლინი ფოლადისა და მილების ქარხნებს.    ფოლადის მწარმოებელი გიგანტი Evraz-ი და მისი მთავარი აქციონერი რომან აბრამოვიჩი გაზაფხულიდან ბრიტანეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. Evraz-ის უმსხვილესი აქციონერები არიან: მილიარდერი რომან აბრამოვიჩი (28,64%) და მისი პარტნიორების სტრუქტურები - ალექსანდრე აბრამოვი (შპს Abiglaze, 19,32%) და ალექსანდრე ფროლოვი (Crosland Global Limited, 9,65%), ნათქვამია კომპანიის ვებსაიტზე 2022 წლის 16 თებერვლის მდგომარეობით გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.   

გერმანული Bosch-ი რუსულ აქტივებს ყიდის - მედია

საყოფაცხოვერებო ტექნიკის მწარმოებელი გერმანული გიგანტი, Bosch-ი თავისი რუსული აქტივებისთვის მყიდველს ეძებს.  მედია წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ Bosch-ის აქტივებით, საცალო ქსელური გაყიდვების რამდენიმე რუსული კომპანია დაინტერესდა.  გერმანული Bosch-ის რუსული სტრუქტურა (BSH Household Appliances LLC, რომელიც აწარმოებს მაცივრებსა და სარეცხი მანქანებს რუსეთში) ეძებს მყიდველებს პეტერბურგის მახლობლად სოფელ სტრელნაში მდებარე ორი ქარხნისთვის.  „ახლა, პროდუქციის წარმოების გარეშე, ქარხნები ბევრად ნაკლები ღირს“, - აცხადებს წყარო, რომლის ინფორმაციითაც საწარმო „სპეციალიზირებულია Bosch-ის ტექნოლოგიებში“. Bosch-ის წარმომადგენლობა ამ საკითხზე კომენტარს ჯერ არ აკეთებს.       

ევროკავშირისა და G7-ის ქვეყნებმა, რუს მეწარმეებს 30 მილიარდი ევროს აქტივები გაუყინეს

ევროკავშირის ქვეყნებმა და G7-ის ქვეყნებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჯამში, რუსი მეწარმეების კუთვნილი 30 მილიარდის აქტივები გაყინეს. ამის შესახებ ევროკომისარმა იუსტიციის საკითხებში დიდიე რეინდერსმა, პარასკევს მადრიდში ახალი ეკონომიკის ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა. „ამ დროის განმავლობაში შესაძლებელი გახდა ევროპაში ოლიგარქების 14,6 მილიარდი ევროს აქტივების გაყინვა“, - დააზუსტა დიდიე რეინდერსმა.  მისი თქმით, „დიდი შვიდეულთან ერთად ეს 30 მილიარდი ევროა“.  „და თუ გადავხედავთ რუსეთის ცენტრალურ ბანკს, მაშინ ეს რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებს უტოლდება“, - განაცხადა ევროკომისარმა. რეინდერსის ინფორმაციით, ესპანეთმა რუსეთის ფედერაციიდან, მეწარმეებს 41 მილიონი ევროს აქტივები გგაუყინა, ხოლო უნგრეთმა 3 ათასი ევროს ღირებულების აქტივები.  

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც

ევროკავშირმა უკვე ბევრი გააკეთა რუსული აქტივების გაყინვის თვალსაზრისით და რუსული „ომის მანქანის“ დაფინანსების შესაზღუდად, თუმცა საჭიროა ამ საკითხის იურიდიულად დამუშავება, რომ ეს რესურსი უკრაინის აღსადგენად გამოვიყენოთ. მარიო დრაგი: ოლიგარქების აქტივების გაყინვასთან დაკავშირებით, იტალიას მიბაძეთ ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს ბერლინში უკრაინის რეკონსტრუქციის ექსპერტთა საერთაშორისო კონფერენციაზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „ჩვენი მიზანია რუსული აქტივების არამხოლოდ გაყინვა, არამედ, ჩამორთმევაც, მაგრამ ამისვის საჭიროა სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვმუშაობთ ამაზე. შევქმენით სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედიან ექსპერტები ყველა წევრი ქვეყნიდან, არიან საერთაშორისო ექსპერტებიც.  ჯგუფს ეწოდება „გააჩერე და გაყინე“. ჯგუფის მიზანია არამხოლოდ აქტივების იდენტიფიცირება, რომლებიც გაყინულია, არამედ, სამართლებრივი წინაპირობების განსაზღვრა, რომლის საფუძველზე შესაძლებელია ამ აქტივების ჩამორთმევა და გამოყენება უკრაინის აღსადგენად“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.  

Politico: ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

ევროკავშირმა, €68 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა. ამის შესახებ Politico, ევროკავშირის შიდა დოკუმენტებზე დაყრდნობით წერს.  ყველაზე მეტი, €50 მილიარდის ღირებულების რუსული აქტივი, ბელგიაში გაყინეს. მეორე ადგილზეა ლუქსემბურგი, სადაც გაყინული აქტივების მოცულობა €5,5 შეადგენს.  ჯამში, იტალიამ, გერმანიამ, ირლანდიამ, ავსტრიამ და საფრანგეთმა, საერთო მოცულობიდან, რუსული აქტივების 90% გაყინეს.  ამის გარდა, ევროკავშირმა, რუსეთის ნაციონალური რეზერვებიდან €33,8 მილიარდი გაყინა. როგორც გამოცემა წერს, ეს ციფრი ზუსტდება.    

შვეიცარიამ 7,5 მილიარდი ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

შვეიცარიამ, 7,5 მილიარდი შვეიცარიული ფრანკის (დაახლოებით 7,95 მილიარდი დოლარი) ღირებულების აქტივები დაბლოკა. ამის შესახებ დღეს, შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნომ (SECO) განაცხადა. „2022 წლის 3 ივლისის მდგომარეობით, ეკონომიკის სახელმწიფო სამდივნოში დეკლარირებული რუსეთის მოქალაქეების ან ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 46,1 მილიარდი ფრანკი შეადგინა. 2022 წლის 25 ნოემბრის მდგომარეობით, შვეიცარიაში გაყინულმა აქტივებმა 7,5 მილიარდ ფრანკს მიაღწია“, - აღნიშნა SECO-მ. გარდა ამისა, შვეიცარიის ექვს კანტონში რუსეთის მოქალაქეების 15 საკუთრებაა დაბლოკილი.   

პორტუგალიამ €18 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა

პორტუგალიის ხელისუფლებამ, რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების შესაბამისად, სანქცირებული პირების დაახლოებით 18 მილიონი ევროს აქტივები გაყინა. ამის შესახებ, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟოაო გომეს კრავინიომ განაცხადა.  შეგახსენებთ, რომ ბრიუსელი, პარტნიორებთან ერთად, გეგმავს შეიმუშაოს „გაყინული რუსული აქტივების“ კონფისკაციის გეგმა, რათა მოგვიანებით ეს თანხა უკრაინის აღდგენაზე დაიხარჯოს და აანაზღაუროს რუსეთის ომით მიყენებული ზიანი.  

უნგრეთმა €870 მილიონის რუსული აქტივები გაყინა

უნგრეთმა, ნოემბრის ბოლოსთვის თითქმის 350 მილიარდი ფორინტის, ანუ €870 მილიონის ღირებულების რუსული აქტივები გაყინა.  მედიის ცნობით, უნგრეთმა უკრაინისთვის 18 მილიარდი ევროს დახმარება დაბლოკა ეს მნიშვნელოვანი თანხაა, თუნდაც ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით, რადგან ნოემბრამდე ბუდაპეშტმა ბრიუსელს, მხოლოდ 3 000 ევროს დაკავების შესახებ აცნობა. ბოლო მონაცემებით, იტალიაში 2,3 მილიარდი ევროს რუსული აქტივებია გაყინული, გერმანიაში 2,2 მილიარდი, ავსტრიაში თითქმის 1,8 მილიარდი ევრო, ბულგარეთში კი 11,3 მილიონია, ჩეხეთში – 10,8 მილიონი, სლოვაკეთში – 4,9 მილიონი ევრო.   6 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ბუდაპეშტმა უკრაინის 18 მილიარდი ევროს მხარდაჭერის პაკეტი დაბლოკა. ამ ფაქტის შემდეგ 13 დეკემბერს ევროკავშირის ქვეყნები უნგრეთისთვის გადახდების დაბლოკვაზე შეთანხმდნენ.   

კანადა რუსი ოლიგარქი აბრამოვიჩის აქტივების კონფისკაციას იწყებს

კანადის ხელისუფლებამ, რუს ოლიგარქ რომან აბრამოვიჩთან დაკავშირებული ქონების კონფისკაცია დაიწყო. ის ფლობს Granite Capital Holdings-ს კანადაში, რომლის ღირებულება $26 მილიონს შეადგენს. ეს არის პირველი პროცესი ქვეყანაში, როდესაც სანქცირებული რუსი მფლობელების ქონება დაყადაღდა. კანადის მთავრობა კონფისკაციის შედეგად მიღებულ შემოსავალს უკრაინის აღსადგენად და რუსეთში პოლიტიკური დევნის მსხვერპლთა კომპენსაციისთვის გამოიყენებს. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა მელანი ჯოლიმ ორშაბათს განაცხადა, რომ კანადა აპირებს გააგრძელოს ზეწოლა რუსეთის ხელისუფლებაზე და მათზე, ვინც სარგებლობს უკრაინის ომით. მას კანადის ფინანსთა მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტია ფრილანდი დაეთანხმნენ. „პუტინის ოლიგარქები მონაწილეობენ რუსეთის უკანონო და ბარბაროსულ შეჭრაში უკრაინაში. კანადა არ იქნება მათთვის უსაფრთხო თავშესაფარი, ”- თქვა კანადის ვიცეპრემიერმა. რომან აბრამოვიჩი რუსეთის ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანია, Forbes-ის ქონება მიმდინარე წელს $6 900 მილიონად არის შეფასებული. ის კანადის სანქციების ქვეშ 2022 წლის მარტში, უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან მალევე მოექცა. აბრამოვიჩი ასევე არის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის სანქციების სიაში. 2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, კანადამ სანქციები დაუწესა 2100-ზე მეტ ფიზიკურ პირს და კომპანიას, რომლებიც კანადის მთავრობის აზრით, ანექსიაში მონაწილეობდნენ. 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო შეჭრის დაწყების შემდეგ, კანადის სანქციების სიას დაემატა 1500-ზე მეტი ფიზიკური პირი და კომპანია რუსეთიდან, ბელორუსიდან და უკრაინიდან.  

ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის სანქცირებული მოქალაქეების 85 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების აქტივები გაყინა

ევროკავშირის სანქციების ფარგლებში, რომელიც რუსეთის ფედერაციას, უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრას გამო დაუწესდა, ლიეტუვამ, რუსეთისა და ბელორუსის მოქალაქეების აქტივები გაყინა, რომელთა საერთო ღირებულება 85 მილიონ ევროს აღემატება. ასეთი მონაცემები ოთხშაბათს ლიეტუვის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახურზე დაყრდნობით გაავრცელა.  2022 წლის 20 დეკემბრის მდგომარეობით, ლიეტუვაში დაბლოკილია 77,883 მილიონი ევრო, სანქციების ქვეშ მოქცეული ცხრა იურიდიული პირისთვის რუსეთის ფედერაციიდან, ასევე 9,457 მილიონი დოლარი, რომელიც ბელორუსიდან ექვს იურიდიულ და ერთ ფიზიკურ პირს ეკუთვნის.  ლიეტუვის ფინანსური დანაშაულების გამოძიების სამსახური ფულის გათეთრების, ევროკავშირის სახსრების ბოროტად გამოყენების, „საგადასახადო თაღლითობისა“ და ციფრული აქტივების გამოყენებით თაღლითობის საქმეებს იკვლევს.  

აშშ-ის ხაზინა: რუსმა ოლიგარქებმა, უკრაინაში შეჭრის თარიღი იცოდნენ და აქტივები ნათესავებს გადასცეს

აშშ-ის სახაზინო სამსახურის ფინანსური დანაშაულის აღსრულების სააგენტომ FinCen-მა, რუსი ოლიგარქების ქმედებების გამოძიების შედეგების შესახებ შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.  Guardian: სანქცირებულმა რუსმა ოლიგარქმა მაზეპინმა, სარდინიაზე, იტალიის მთავრობის მიერ დაყადაღებული იახტა გადამალა შუალედური ანგარიშის თანახმად, რუსმა ოლიგარქებმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის წინ აქტივები ნათესავებს გადაუფორმეს. FinCen-ის ცნობით, მათ, როგორც ჩანს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის თარიღის შესახებ წინასწარ იცოდნენ და ამ ქმედების შედეგად, სანქციებს აარიდეს თავი. Guardian-ი: აბრამოვიჩმა სანქციებს $4 მილიარდი გაარიდა თავის მოხსენებაში FinCen-ი ადასტურებს ამ ინფორმაციას და სხვა სტრუქტურების ანგარიშებს ეყრდნობა, სადაც საეჭვო ტრანზაქციების კვალი ჩანს. იანვრის დასაწყისში, ბრიტანული Guardian-ი დეტალურად წერდა რომან აბრამოვიჩის მიერ აქტივების გადამალვის კუთხით განხორციელებულ ქმედებებზე. გამოცემის თანახმად, თებერვლის დასაწყისში, ომის დაწყებამდე სამი კვირით ადრე, აბრამოვიჩის ათ ოფშორულ ანგარიშზე მოხდა სწრაფი რეორგანიზაცია. შედეგად, სულ მცირე ოთხი მილიარდი დოლარის საერთო აქტივების მქონე სახსრების ბენეფიციარები აბრამოვიჩის შვიდი შვილი გახდა, რომელთაგან ყველაზე უმცროსი ცხრა წლისაა. აქტივებში ასევე შედის უძრავი ქონება, იახტები და კერძო თვითმფრინავები. FinCen-მა თავის ანგარიშში აჩვენა, რომ საუბარია რამდენიმე რუს ოლიგარქზე და ელიტაზე, რომლებმაც იგივე სქემა გამოიყენეს. მაგრამ სხვა პირების ვინაობა ჯერ არ სახელდება.  

ყაზახეთში, მოქალაქეებისთვის უკანონოდ შეძენილი აქტივების ჩამორთმევა იგეგმება

ყაზახეთში შეიქმნება იმ ადამიანების სია, რომლებსაც აქტივების ფლობაზე ანგარიშის წარდგენა მოუწევთ. ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმილოვმა ეკონომიკური პოლიტიკის საბჭოს სხდომაზე განაცხადა. „იგეგმება იმ პირთა შეზღუდული რეესტრის ჩამოყალიბება, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციის წარდგენა სჭირდებათ. თუ აქტივების მფლობელს არ შეუძლია დაადასტუროს მათი წარმომავლობა, აქტივები აღიარებული იქნება არაგონივრულად შეძენილად და სახელმწიფოს გადაეცემა“, -განაცხადა ალიხან სმილოვმა. მისივე თქმით, ჩამორთმეული აქტივები ყაზახეთის მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული პროექტების დასაფინანსებლად იქნება გამოყენებული. გასული წლის ბოლოს ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყნიდან უკანონოდ გატანილი ქონების დაბრუნების ბრძანება გასცა.  

აშშ უკრაინას, რუს ოლიგარქ მალოფეევისთვის ჩამორთმეულ აქტივებს გადასცემს

აშშ უკრაინას, რუსი მილიარდერისა და ოლიგარქისთვის, კონსტანტინ მალოფეევისთვის ჩამორთმეულ აქტივებს პირველად გადასცემს.  ამის შესახებ აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა მერიკ გარლანდმა განაცხადა. „დღეს ვაცხადებ, რომ ისტორიაში პირველად დავუშვი უკრაინისთვის, ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოსაყენებლად გადაცემის პრეცედენტი“, - ციტირებს მის სიტყვებს მედია. „ეს აქტივები რუს ოლიგარქ კონსტანტინ მალოფეევს სანქციების გვერდის ავლის მცდელობაში დამნაშავედ ცნობის შემდეგ ჩამოერთვა“, - განაცხადა აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა. ეს განცხადება გარლანდმა ვაშინგტონში უკრაინის გენერალურ პროკურორთან ანდრეი კოსტინთან შეხვედრაზე გააკეთა. კოსტინის თქმით, 5,4 მილიონი დოლარის აქტივები უკრაინის აღდგენას მოხმარდება. „ცარგრადის“ ტელეარხის მფლობელი კონსტანტინ მალოფეევი 2014 წლიდან აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება. უკრაინა, ევროკავშირის ქვეყნები, შეერთებული შტატები და კანადა მალოფეევს ყირიმის ანექსიაში და აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტის გაღვივებაში ადანაშაულებენ. რუსი ოლიგარქი ამ ბრალდებებს უარყოფს და ამტკიცებს, რომ მხოლოდ ყირიმისა და უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებით იყო დაკავებული. BBC-სთან ინტერვიუში მალოფეევმა თქვა, რომ მას ნამდვილად შეეძლო მნიშვნელოვანი როლის შესრულება - მაგრამ მხოლოდ სულიერი გაგებით. 2022 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა, რუსი ოლიგარქი სანქციების გვერდით ავლაში დაადანაშაულა. 2023 წლის თებერვალში ამერიკულმა სასამართლომ მალოფეევის აქტივების კონფისკაცია დაუშვა.