უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი - დანილოვი

უკრაინის ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ოლექსი დანილოვის განაცხადაებით, უახლოეს მომავალში უკრაინის ფრონტზე ესკალაციაა მოსალოდნელი, რადგან რუსეთმა მობილიზაცია გამოაცხადა და ოკუპანტები შეეცდებიან გარკვეული ნაბიჯების გადადგმას.

"მადლობელი ვართ მათი, ვინც დონეცკის მიმართულებას იცავს და ასევე სხვების. გვესმის, რა ხდება ფრონტზე. ჩვენი ჯარები მზად არიან მოვლენების ნებისმიერი განვითარებისთვის. მიგვაჩნია, რომ უახლოეს მომავალში იქნება რუსეთის ფედერაციის მხრიდან ესკალაციის მცდელობა, რადგან მათთან მობილიზაცია მიმდინარეობს“, - განაცხადა დანილოვმა.


შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, უკრაინის ტერიტორიების ანექსია გააფორმა.

უკრაინის და მისი დასავლელი პარტნიორების ცნობით, დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში, ოკუპირებული ტერიტორიების მცხოვრებლები, აიძულეს რუსეთთან შეერთების ყალბ რეფერენდუმებზე მიეცათ ხმა. მის შედეგებს საერთაშორისო საზოგადოება არ ცნობს.