ახალი ბალტიის მილსადენით გაზის ამოტუმბვა დაიწყო, რომლითაც ნორვეგიული „ლურჯი საწვავი“ დანიის გავლით პოლონეთს მიეწოდება. ამის შესახებ პოლონეთის გაზსადენების ქსელის Gaz-System-ის ოპერატორის პრესსამსახურში აცხადებენ.
გავრცელებული ინფორმაციით, გაზსადენის გაშვება დაგეგმილ ვადებში შედგა.
„დღეს ისტორიული დღეა! გაზის მიწოდება დაიწყო Baltic Pipe-ით“, - ნათქვამია განცხადებაში.
Baltic Pipe-ის დადგმული სიმძლავრე წელიწადში 10 მილიარდი კუბური მეტრია.
გაზსადენის საზეიმო გახსნა 27 სექტემბერს გაიმართა.