უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან ჯამში 808 ადამიანი დააბრუნა

2 ოქტომბრის მდგომარეობით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 808 ადამიანი დააბრუნა ტყვეების 24 გაცვლის ფარგლებში. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ჰანა მალიარმა განაცხადა.

„დღეს [2 ოქტომბრის] მდგომარეობით, განხორციელდა პატიმართა 24 გაცვლა, ტყვეობიდან გათავისუფლდა 808 ადამიანი“, - განაცხადა მალიარმა.

„აზოვის" პოლკის მეთაური დენის პროკოპენკო და მისი მოადგილე სვიატოსლავ პალამარი რუსეთის ტყვეობიდან 22 სექტემბერს გათავისუფლდნენ.

პროკოპენკოსა და პალამარის გარდა, რუსი ოკუპანტების ტყვეობიდან გაათავისუფლეს 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინი.

ტყვეთა გაცვლისას რუსეთს სავარაუდოდ, გადასცეს პუტინთან დაახლოებული ოლიგარქი ვიქტორ მედვედჩუკი, რომელიც უკრაინაში, ღალატშია ეჭვმიტანილი.

ამავე თემაზე წაიკითხეთ