ევროკავშირმა, უკრაინაში რუსეთის შემოჭრის შემდეგ, რუსული გაზის მოხმარება mვეთრად შეამცირა, რადგან მიხვდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი. ამის შესახებ უკრაინაში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა მატი მაასიკასმა RBC-Ukraine-თან ინტერვიუში განაცხადა.
„როდესაც შემოჭრა დაიწყო, ევროკავშირ ბუნებრივი აირის 40% რუსეთიდან ყიდულობდა. ახლა ეს მონაცემი 9%-ია. ევროკავშირში მიხვდნენ და საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაცია არ არის სანდო მიმწოდებელი“, - განაცხადა დიპლომატმა.
მატი მაასიკასის თქმით, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები ახლა ერთობლივი ძალისხმევით ახორციელებენ რუსული იმპორტის სრულად ჩანაცვლებას.