დღეს აზერბაიჯანი გახდა ევროპისთვის გაზის საიმედო მიმწოდებელი და მალე ელექტროენერგიის მიმწოდებელიც გახდება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა შაბათს, სოფიაში საბერძნეთ-ბულგარეთის გაზის დამაკავშირებელი ხაზის (IGB) გახსნის ცერემონიაზე განაცხადა.
„გასულ წელს აზერბაიჯანიდან ევროპაში გაზის ექსპორტმა 19 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. წელს კი 22 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი იგეგმება“, - განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 31 დეკემბერს, ვროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით, აზერბაიჯანული გაზის მიწოდება დაწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე, მილსადენებით გაიტანა. ევროპულ ბაზარზე პირდაპირი წვდომით, რომელიც ბუნებრივი აირის მსოფლიოში უდიდესი იმპორტიორია, აზერბაიჯანმა საექსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიცირება მოახდინა. TAP-ი, რომელიც სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, ყოველწლიურად აწვდის რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და თითო მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს.