მარნეულის საჯარო სკოლაში მომხდარ ინცინდენტზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 150-ე მუხლით, იძულების ბრალდებით დაიწყო.
ამასთან, როგორც ცნობილია, პედაგოგს დროებით უფლებამოსილება შეუწყდა, მას შემდეგ, რაც სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ სოციალურ ქსელში დაჩოქილი მოსწავლეების ფოტო გაავრცელა.
ცნობისთვის, მარნეულის სოფელ კირიხლოში ქართული ენის პედაგოგმა, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, დირექტორის ძმის შვილია, მეოთხე კლასელები დასაჯა და მუხლებზე დააყენა.