5-7 ოქტომბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ბონი დენის ჯენკინსი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.
ბონი ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ცენტრალურ აზიისა და კავკასიის რეგიონში ბიოუსაფრთხოების ასოციაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა. ის კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრებს.