მედია: ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი საფლავი აღმოაჩინეს

დონეცკის ოლქის ახლახან გათავისუფლებულ ლიმანში 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სამარხი აღმოაჩინეს.

ზოგიერთ სამარხზე სახელები მინიშნებულია, მაგრამ ზოგიერთზე მხოლოდ ნომრებია მითითებული.

მედია წერს, რომ რუსებმა ორმოები გათხარეს და უკრაინელ სამხედროებთან თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ ადამიანებს აიძულებდნენ მიცვალებულების ცხედრები ხელახლა დასამარხად შეეგროვებინათ.

ერთ-ერთი ახალგაზრდის თქმით, (რომელიც დამპყრობლებმა ასევე დააკავეს და აიძულეს მიცვალებულები დაემარხა), ყველა დაკრძალული პირი იდენტიფიცირებული არ არის. მათი ცხედრები შესაძლოა, დიდხანს ესვენა ქუჩაში.

ასევე, ცნობილი ხდება, რომ დაბომბვის შედეგად დაღუპულებს, ზოგჯერ, მეზობლები ასაფლავებდნენ.