ბონი ჯენკინსი: მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელიც ელჩმა დეგნანმა და საელჩოს გუნდმა გასწიეს

სახელმწიფო მდივნის მოადგილე შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში, ელჩი ბონი დ. ჯენკინსი საქართველოში ვიზიტისას პირველ განცხადებას აკეთებს.

„მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები აქ, არამხოლოდ ამ კონფერენციაზე, არამედ საქართველოში, სადაც შეერთებული შტატები სარგებლობს ასეთი პროდუქტიული თანამშრომლობით სხვადასხვა სფეროში, მათ შორის მუდმივი დემოკრატიული განვითარების და საჭირო რეფორმების, ეკონომიკური ზრდისა და დივერსიფიკაციის მიმართულებით, ასევე, თავდაცვისა და უსაფრთხოების თანამშრომლობის კუთხით.

  • მინდა, მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობაში ჩვენს პარტნიორებს, და, უპირველეს ყოვლისა, საქართველოს მოქალაქეებს, რომლებმაც დამოუკიდებლობის აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არჩეული აქვთ ევროატლანტიკური გზა.

ჩვენთვის დიდი პატივია თქვენთან მუშაობა.

ამ კონფერენციაზე მე ყურადღება გავამახვილე იმ გამოცდილებაზე, რაც მივიღეთ პანდემიის მართვისას და ხაზგასმით ვისაუბრე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გაკვეთილები, რომლებიც  მომავალ გლობალურ ჯანმრთელობაზე, უსაფრთხოებასა და პანდემიისას მზადყოფნისა და რეაგირების ძალისხმევაში.

ეს არის აშშ-სა და საქართველოს შორის თანამშრომლობაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც შესანიშნავი ხელმძღვანელობა უძღვება დაავადების კონტროლის ცენტრში. აქ ვარ იმისათვის, რათა ხაზი გავუსვა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჩემი, როგორც შეიარაღების კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის ერთ-ერთი პრიორიტეტია,  ბიოუსაფრთხოების და ბიოუსაფრთხოების ნორმების, პრაქტიკის, ინსტრუმენტების და რესურსების საკითხზე თანაშრომლობის გაძლიერება ისეთ ფორუმებზე, როგორიცაა ბიოლოგიური იარაღის კონვენცია, გლობალური პარტნიორობა და გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების დღის წესრიგი.

ჩემი გუნდი იმუშავებს ამ გამოწვევების გადასაჭრელად, საჭირო ინსტრუმენტებისა და რესურსების მოძიების გზით.

ჩემი ვიზიტის განმავლობაში მე ასევე შევხვდები ქართველ ლიდერებს იმისთვის, რომ განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობისა და სტრატეგიული ინტერესების სხვადასხვა სფერო და მიმართულება როგორიცაა, საზღვრის უსაფრთხოება და საბაჟო თავდაცვა.
მოუთმენლად ველი ვაშინგტონის ძლიერი მხარდამჭერი გზავნილის გადმოცემას იმ უზარმაზარი სამუშაოსთვის, რომელსაც ელჩი დეგნანი და საელჩოს გუნდი ახორციელებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების წინსვლისთვის. ასევე საქართველოს მთავრობის მიმართ იმ მზაობისთვის, რაც მათ აქვთ ჩვენთან თანამშრომლობისთვის ამ საკითხების გადასაჭრელად.

თუმცა ეს ძალისხმევა მარტივი არ ყოფილა, განსაკუთრებით ბოლო დროს, როდესაც ჩვენთვის უაღრესად შემაშფოთებელი იყო პირადი თავდასხმები ელჩ დეგნანსა და საელჩოზე, რომლებიც ვიხილეთ.

მოდით ძალიან მკაფიოდ ვთქვათ, ეს არის დეზინფორმაციის უფრო დიდი სქემის ნაწილი, რომელიც მიმართულია სიმართლის დაფარვისკენ ევროპაში შექმნილი კრიზისის ირგვლივ. კრიზისისა, რომელიც ერთმა ადამიანმა შექმნა.

შეერთებული შტატები ყოველთვის დააფასებს და მხარს დაუჭერს უკრაინას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ისევე როგორც ჩვენ ყოველთვის ვაღიარებთ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დღეს ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავუჭიროთ მხარი უკრაინელ ხალხს, რადგანაც ისინი იბრძვიან თავისი თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის“, - განაცხადა ბონი ჯენკინსმა.