ევროკავშირის ქვეყნებს, რომლებსაც სურთ, უკრაინას Leopard II-ის ტიპის ტანკები მიაწოდონ, ხარჯები ევროპის მშვიდობის ფონდიდან აუნაზღაურდებათ. France 24-ის ცნობით, ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ განაცხადა.
„ჩვენ გვყავს ქვეყანა, რომელმაც გვაჩვენა თავისი განზრახვა და აბსოლუტური მზაობა, რომ შეუერთდეს ევროკავშირს. მან გადააჭარბა მოლოდინებს და მიზნებს, რომელთა მისაღწევად სხვა ქვეყნებს თვეები ან წლები დასჭირდებოდათ“, - განაცხადა მეცოლამ.
ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა შეშფოთებულია, რომ მათი არსენალებიდან შემოწირულობებმა შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მათი ეროვნულ თავდაცვის შესაძლებლობებს.
„ვფიქრობ, ახლა უნდა გვქონდეს იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, რუსეთი ესკალაციას განიცდის, მაგრამ ასევე ვხედავთ, რომ უკრაინა წარმატებით უკუაგდებს მათ რუსებს“, - განაცხადა მეცოლამ.